TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტარდელი:“ იუვენტუსმა მოტას სურვილები შეუსრულა, ახლა ჩვენ ტიტულისთვის ბრძოლას ვითხოვთ“

იუვენტუსის ლეგენდამ მარკო ტარდელიმ ტურინულ გრანდში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

„იუვენტუსს სერია ა-ს ბოლო 3 მატჩში 0 გოლი აქვს და რეალურად გუნდი მომენტების შექმნას ვერ ახერხებს. ნახევარმცველები საჭირო კრეატიულობასა და ტემპს არ აჩვენებენ, ვლაჰოვიჩი ყოველთვის იზოლირებულია და გუნდს მისთვის მომენტების შექმნა უჭირს.

„ფეხბურთში ყველაზე მნიშვნლეოვანი გოლის გატანაა, სხვა სტატისტიკა კი, მათ შორის ბურთის ფლობა, დაფარული მანძილი და სხვა, უბრალოდ რიცხვებია, გოლის გარეშე შორს ვერ წახვალ.

„იუვენტუსმა ტიაგო მოტას სურვილები შეუსრულა, ტრანსფერებზე ბევრი ფული დახარჯა და ნორმალურია, რომ ქომაგები როგორც სერია ა-ში, ასევე ევროპაში მნიშვნელოვან შედეგებს ელოდებიან.“