იუვე არტურის მსურველების ძებნას აგრძელებს
იუვენტუსმა ზაფხულში არტურის გაყიდვა ვერ შეძლო, რის გამოც გუნდმა ის ჩემპიონთა ლიგის სიაში შეიყვანა, მაგრამ ტიაგო მოტას პოზიცია ბრაზილიელი ფეხბურთელის მიმართ არ შეცვლილა.
არტურს გუნდთან ერთად ვარჯიშის საშუალება კვლავ არ ეძლევა და Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მისი ხილვა იუვენტუსის მაისურით ფაქტობრივად გამორიცხულია.
წყაროს ცნობით, ბიანკონერი არტურის მსურველის ძიებას აგრძელებს და კრისტიანო ჯუნტოლის იმედი აქვს, ის გუნდს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებს.