TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ვეა ტრავმის გამო მინიმუმ 1 მატჩს გამოტოვებს, კონსეისაუ მოტას განკარგულებაშია

ტიმოთი ვეა ტრავმირებულია და ის ჯენოასთან მატჩში გუნდის დახმარებას ვერ შეძლებს.

ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, ამერიკელ ფეხბურთელს კოჭის პრობლემა აქვს, რის გამოც მას ჯენოასთან მატჩი გაუცდება და დიდია ალბათობა, გუნდის დახმარება ვერც ლაიფციგის წინააღმდეგ შეძლოს.

საბედნიეროდ, ტრავმა მოიშუშა და სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა ფრანცისკუ კონსეისაუმ, ის დიდი ალბათობით მომდევნო შეხვედრაში გუნდის განკარგულებაში იქნება.