ოფიციალურად: ჯოვანი კარნევალი იუვენტუსის გენერალური დირექტორია
იუვენტუსმა ჯოვანი კარნევალის გუნდში მისვლა ოფიციალურად დაადასტურა.
იტალიელმა სპეციალისტმა ტურინულ გრანდთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ასეთი გამორჩეული ისტორიისა და იდენტობის მქონე გუნდში გაწევრიანებით ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ. მადლობას ვუხდი ორგანიზაციას, გუნდის მეწილეებსა და პირადად ჯონ ელკანს იმ ნდობის გამო, რომელიც მათ მე გამომიცხადეს.
„ამ ახალ გამოწვევას უდიდესი მოტივაციით, პასუხისმგებლობით და იმ რწმენით ვხვდები, რომ ჩვენ ერთად ყოველდღიური, დაუღალავი მუშაობით მდგრად განვითარებას გავაგრძელებთ და წარმატებას მივაღწევთ.
„გუნდის თითოეული კომპონენტის ერთად მუშაობით ჩვენ შეგვეძლება, იუვენტუსი როგორც შიდა, ასევე ევროპულ სარბიელზე უმაღლეს დონეზე დავაბრუნოთ, როგორც ამას იუვენტუსის ისტორია, ამბიციები და ქომაგები იმსახურებენ.“
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
