TuttoJuve

Juve per sempre sarà

ოფიციალურად: დამიენ კომოლი იუვენტუსს ტოვებს

იუვენტუსის ბორდმა გუნდიდან დამიენ კომოლის წასვლა ოფიციალურად დაადასტურა.

ტუდორთან კონტრაქტის გახანგრძლივების, ზაფხულში ცუდი ტრანსფერების და იანვარში ლუჩიანო სპალეტის მოთხოვნების ვერ დაკმაყოფილების გამო, ასევე მწვრთნელთან ცუდი ურთიერთობის ფონზე, ტურინულმა გრანდმა ფრანგ სპეციალისტთან დამშვიდობება გადაწყვიტა.

კომოლის იუვენტუსის რიგებში ჯოვანი კარნევალი ჩაანაცვლებს, ის იტალიაში ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად მოიაზრება და მისი ხილვა ტურინულ გრანდში პირადად ჯონ ელკანს სურდა. კარნევალის იუვენტუსში მისვლა უკვე ოფიციალურად დადასტურდა (იხილეთ აქ).

კომოლი იუვენტუსს სოციალური ქსელის მეშვეობით უკვე დაემშვიდობა.

„გადავწყვიტე, დავტოვო დაკავებული პოზიცია იუვენტუსის რიგებში. მინდა ჯონ ელკანსა და Exor-ს ამ დიდებული გუნდის რიგებში მუშაობის შესაძლებლობის გამო მადლობა გადავუხადო.

„მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგებსაც, რომლებიც როგორც კაცების, ასევე ქალების გუნდების წარმატებისთვის მუხლჩაუხრელად მუშაობდნენ, მინდა მათ მომდევნო სეზონში ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო.

„უდიდესი მადლობა იუვენტუსის ქომაგებს მათი გამორჩეული მხარდაჭერისთვის. სწორედ თქვენ აქცევთ ამ გუნდს გამორჩეულს.“

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).