იუვენტუსი სერია ა-ს რეკორდს უმიზნებს
იუვენტუსმა სერია ა-ს საწყის 5 მატჩში არც ერთი გოლი არ გაუშვა და ბიანკონერი ევროპის ტოპ ჩემპიონატებში არის ერთადერთი გუნდი, რომელმაც მიმდინარე სეზონში შიდა ჩემპიონატებში კარის მშრალად შენახვა შეძლო.
ტურინულმა გრანდმა ამ მომენტისთვის კარის მშრალად შენახვა 450 წუთი შეძლო, რაც სერია ა-ს ისტორიაში მე-8 შედეგია, პირველ ადგილზე კი 1966-67 წლების კალიარია, მაშინ სარდინიელებმა კარის მშრალად შენახვა 712 წუთი შეძლეს.