TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დ’ავერსა:“ იუვე ძლიერია, თუმცა ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ, გოგლიჩიძე ?…“

ტიაგო მოტას შემდეგ (იხილეთ აქ), ემპოლი – იუვეს მატჩი რობერტო დ’ავერსამ შეაფასა.

„როგორც მოსალოდნელი იყო, ეს ძალიან რთული მატჩი გამოვიდა. იუვენტუსს შესანიშნავი გუნდი ჰყავს, მათ სკამიდან შემადგენლობის კიდევ უფრო გაძლიერება შეძლეს, მაგრმა ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ და მნიშვნელოვანი ქულა მოვიპოვეთ.

„იუვენტუსთან ქულის მოპოვება პოზიტიური შედეგია, თუმცა ეს ყურადღების მოდუნების უფლებას არ გვაძლევს, ჩვენ კალიარისთან და ფიორენტინასთან რთული შეხვედრები გველოდება.

„გოგლიჩიძე ? მას კიდევ ერთი ძალიან კარგი თამაში ჰქონდა. მართალია, ჯერჯერობით ენის ბარიერი გარკვეულ პრობლემებს გვიქმნის, მაგრამ მთავარი არის ის, რომ მას ფეხბურთის ენა ესმის. ჩვენ ახალგაზრდა ფეხბურთელებს თამაშისა და შეცდომების დაშვების უფლება უნდა მივცეთ, ეს პროგრესის განუყოფელი ნაწილია და სწორედ ასეთ სიტუაციაში ეძლევათ განვითარების საშუალება.“