TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტა:“ შედეგის გამო იმედგაცრუებული ვარ“

იუვენტუსის თავკაცმა ტიაგო მოტამ ემპოლისთან მატჩი შეაფასა.

„ჩვენ გოლი არ გავუშვით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენ აქ ერთი ქულისთვის არ ჩამოვსულვართ, ამიტომ შედეგის გამო იმედგაცრუებული ვარ.

„მეორე ტიამში ჩვენ უკეთესები ვიყავით და გვქონდა შანსი, ანგარიში გაგვეხსნა, რომლის გამოყენებაც ვერ შევძელით. ასეა თუ ისე, ჩვენ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ.

„ილდისის დეცენტრალიზებული როლი ? ასეთი ორგანიზებული დაცვის წინააღმდეგ თამაშის დროს ჩვენ მისი კრეატიულობა და სისწრაფე გვჭირდებოდა. 5-მცველიანი სქემის წინააღმდეგ თამაში და სივრცეების გამოძებნა მარტივი არ არის.

„ვლაჰოვიჩი ? ჩვენ ის ბურთით უკეთ უნდა მოვამარაგოთ. ვიცი, რომ ფორვარდისთვის გოლის გატანა უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ვლაჰოვიჩი გუნდს დაცვაშიც ეხმარება. დუშანმა სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს და მუშაობა გააგრძელოს, მე მისი მუშაობით კმაყოფილი ვარ და გოლები აუცილებლად იქნება.

„ჩემპიონთა ლიგა ? ვამაყობ, რომ ჩვენ ამ დიდებულ ტურნირზე თამაში შეგვეძლება. პსვ ძალიან კარგი გუნდია, ეს დაბალანსებული დაპირისპირება იქნება, ჩვენ ბურთის გაკონტროლებასა და მაქსიმალურად ბევრი მომენტის შექმნას ვეცდებით.“