TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კაუზიო:“ ილდისი კარგია, მაგრამ მისი შედარება დელ პიეროსთან და ბაჯოსთან შეუძლებელია“

იუვენტუსის და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ფრანკო კაუზიომ Libero-სთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„10 ნომერი ილდისს ? ის ძალიან კარგი, ნიჭიერი ახალგაზრდაა, თუმცა გთხოვთ, ნუ შეადარებთ ილდისს ბაჯოსა და დელ პიეროს, ასევე პლატინისა და სივორის.

„იბრძოლებს თუ არა იუვე სკუდეტოსთვის ? ამ სეზონში ეს რთული იქნება. ინტერი ძალიან ძლიერი გუნდია, რომელიც გასულ სეზონთან შედარებით კიდევ უფრო გაძლიერდა და ამ მომენტისთვის მისთვის კონკურენციის გაწევა ძალიან რთულად წარმოსადგენია.

„იუვენტუსში ყოველთვის ამბობდნენ:“ მენეჯერები, მწვრთნელები და ფეხბურთელები მიდიან, იუვენტუსი კი რჩება და აქ მნიშვნელობა მხოლოდ გამარჯვებას აქვს,“ ამიტომ გუნდი ვალდებულია, ტიტულისთვის იბრძოლოს იმის მიუხედავად, არის თუ არა ის ფავორიტი.“