დანილოს იუვენტუსიდან წასვლის შანსი იზრდება
იტალიური მედიის ინფორმაციით, დიდია ალბათობა, დანილომ იუვენტუსის რიგები მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვოს.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა სერია ა-ს პირველ 3 ტურში მოედანზე მხოლოდ 5 წუთი გაატარა და აშკარაა, რომ ის ტიაგო მოტას გუნდში სასტარტო თერთმეტეულის წევრად აღარ მოიაზრება.
Calciomercato-ს ინფორმაციით, ბრაზილიელი ფეხბურთელი დიდი ალბათობით გუნდს დატოვებს და არც ის არის გამორიცხული, ბიანკონერიმ მისი გაყიდვა იანვარშივე სცადოს. 33 წლის ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება და ბიანკონერის მისი ხელშეკრულების 1 წლით გაგრძელების უფლება აქვს, მაგრამ დიდი ალბათობით გუნდი ამ პუნქტს არ გამოიყენებს.
დანილოს მსურველები ბრაზილიაში უკვე გამოუჩნდნენ, ამიტომ მისი გაყიდვა იანვარში პრობლემა არ იქნება…