TuttoJuve

Juve per sempre sarà

არტური მინიმუმ იანვრამდე იუვენტუსში დარჩება

სატრანსფერო ფანჯარა თურქეთშიც დაიხურა და იუვენტუსმა არტურის გაშვების იმედი საბოლოოდ დაკარგა, ამიტომ ბრაზილიელი ფეხბურთელი მინიმუმ იანვრამდე ტურინული გრანდის რიგებში დარჩება.

იუვენტუსმა არტური ჩემპიონთა ლიგის განაცხადში შეიყვანა (სრული სია იხილეთ აქ), ის უახლოეს პერიოდში გუნდთან ერთად ვარჯიშს განაახლებს და ტიაგო მოტას განკარგულებაში იქნება.

კრისტიანო ჯუნტოლი არტურის გაყიდვაზე მუშაობას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში განაახლებს.

error: დაცული კონტენტი !