TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე პსვ-ს ფორვარდით ინტერესდება

კრისტიანო ჯუნტოლი ვიცე-ვლაჰოვიჩის ძიებას აქტიურად აგრძელებს და ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო სკირას ცნობით, იუვენტუსის ერთ-ერთი პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნე პსვ-ს ამერიკელი შემტევი რიკარდო პეპი იქნება.

წყაროს ცნობით, იუვენტუსსა და პსვ-ს შორის მოახლოებული მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე ტურინელებისთვის 21 წლის ფეხბურთელის დაკვირვების კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა გახლავთ.

ტურინული გრანდი ახალი ფორვარდის გაფორმებას სეზონის ბოლოს გეგმავს, თუმცა თუ უახლოეს პერიოდში არკადიუშ მილიკმა თავი საუკეთესო კუთხით ვერ წარმოაჩინა, ჯუნტოლი სათადარიგო ფორვარდის ტრანსფერზე მუშაობას იანვარშივე ეცდება და პეპი, ვინც დაახლოებით 15 მილიონად არის შეფასებული, იუვეს ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება.