TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დევიდი სერია ა-ში თამაშის წინააღმდეგი არ არის…

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ლილის ფორვარდი ჯონათან დევიდი კარიერის სერია ა-ში გაგრძელების წინააღმდეგი არ არის.

კანადელი ფორვარდი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება და მისი გაფორმება ნებისმიერ გუნდს სრულიად უფასოდ შეეძლება.

დევიდის სახელი გასულ კვირებში ინგლისურ გუნდებს, ასევე იუვენტუსს, ინტერსა და მილანს დაუკავშრეს.

წყაროს ცნობით, კანადელი ფორვარდი საბოლოო გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს მიიღებს, თუმცა ის ყველა ვარიანტს განიხილავს და კარიერის იტალიაში გაგრძელების წინააღმდეგი არ არის…