TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ვლაჰოვიჩი იუვეში დასარჩენად ხელფასის შემცირების წინააღმდეგი არ არის

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანი ბალძარინის ინფორმაციით, დუშან ვლაჰოვიჩის პრიორიტეტი იუვენტუსში დარჩენაა და სანაცვლოდ ხელფასის შემცირების წინააღმდეგი არ არის.

ვლაჰოვიჩის მიმდინარე კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში იწურება და მისი ხელფასი ამ სეზონიდან 12 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

იუვენტუსს სერბის კონტრაქტის 2028 წლამდე გახანგრძლივება და მისი ხელფასის 7-8 მილიონამდე შემცირება სურს, რასაც გარკვეული ბონუსები დაემატება.

წყაროს ცნობით, დუშანის პრიორიტეტი იუვენტუსში დარჩენაა, თუმცა მისი აგენტი წლიური გასამრჯელოს სახით 9-10 მილიონს მოითხოვს და დიდია ალბათობა, მხარეებმა საერთო ენის გამონახვა ბონუსების ჩართვით შეძლონ.