TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტონი:“ ვლაჰოვიჩი და კოპმეიენრსი შესანიშნავ დუეტს შექმნიან“

იუვენტუსის და იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის ლუკა ტონის აზრით, დუშან ვლაჰოვიჩი ტეუნ კოპმეინერსის დახმარებით მინიმუმ 30 გოლის გატანას შეძლებს.

„მჯერა, რომ დუშანს მიმდინარე სეზონში 30 გოლის გატანა შეუძლია. ვლაჰოვიჩსა და კოპმეინერსს ერთმანეთისთვის შეტევაში დიდი დახმარების გაწევა შეუძლიათ. ნიდერლანდელის გამჭოლი ასისტები დუშანისთვის ფუნდამენტალური იქნება, სერბის მოძრაობა კი კოპმეინერსს სივრცეებს შეუქმნის, მისი ზუსტი დარტყმების შესახებ კი ყველამ კარგად ვიცით.“