TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

აჯიჩმა შესაძლოა რომასთან თამაში შეძლოს

ზედიზედ ორი წარმატებული მატჩის შემდეგ, იუვენტუსი რომასთან შეხვედრისთვის მზადებას შეუდგა და დიდია ალბათობა, ჯალოროსის წინააღმდეგ იუვენტუსს ვასილიე აჯიჩი დაუბრუნდეს.

რომეო აგრესტის ცნობით, ახალგაზრდა ტალანტის სარეაბილიტაციო პროცესი პოზიტიურად მიმდინარეობს და მოსალოდნელია, რომ ის გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშს უახლოეს დღეებში განაახლებს.

მოტას განკარგულებაში იქნებიან გუნდის ახალი ფეხბურთელები კონსეისაუ და გონსალესი, ასევე არის შანსი, რომ რომას წინააღმდეგ განაცხადში მოხვედრა ტეუნ კოპმეინერსმაც შეძლოს.