TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

რომ არა კოპმეიენრსის სურვილი, ტეუნის იუვენტუსში ტრანსფერი შეუძლებელი იქნებოდა

როგორც უკვე მოგახსენეთ (დეტალები იხილეთ აქ), იუვენტუსმა ტეუნ კოპმეინერსის ტრანსფერი დახურა და უახლოეს საათებში ნიდერლანდელი ფეხბურთელი ბიანკონერის რიგებს ოფიციალურად შეუერთდება.

კოპმეიენრსი ტიაგო მოტას მთავარი სატრანსფერო მოთხოვნა იყო და კრისტიანო ჯუნტოლიმ ნიდერლანდელი ნახევარმცველის ტრანსფერზე მუშაობა ჯერ კიდევ იანვრიდან დაიწყო, თუმცა ატალანტას პოზიციიდან გამომდინარე, რომელსაც გუნდის ლიდერის გაყიდვა არ სურდა, მოლაპარაკებები უკიდურესად რთული გამოდგა.

ალფრედო პედულას ინფორმაციით, რომ არა ფეხბურთელის დაჟინებული მოთხოვნა და პოზიცია, მისი იუვენტუსში ტრანსფერი გამორიცხული იქნებოდა, რადგან ატალანტა ფეხბურთელის გაყიდვას არც კი განიხილავდა და მისი შენარჩუნება ნებისმიერ ფასად სურდა…