ოფიციალურად: კონსეისაუ იუვენტუსის ფეხბურთელია
იუვენტუსმა პორტუდან ფრანცისკო კონსეისაუს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
ტურინული გრანდი 21 წლის ტალანტის 1-წლიანი იჯარის სანაცვლოდ 7 მილიონ ევროს გადაიხდის, რასაც მომავალში ბონუსების სახით კიდევ 3 მილიონი დაემატება.
მომდევნო ზაფხულში იუვენტუსს ფეხბურთელის კონტრაქტში არსებული გამოსასყიდი პუნქტის გააქტიურების პრიორიტეტი ექნება და კონსეისაუს გაფორმება 30 მილიონ ევროდ შეეძლება.