TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

პორტუს უარი იუვეს, გუნდებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება

იუვენტუსსა და პორტუს შორის ფრანცისკო კონსეისაუს ტრანსფერზე მოლაპარაკებები გრძელდება.

ნიკოლო სკირას ცნობით, პორტუგალიურმა გუნდმა ფეხბურთელის 1-წლიანი იჯარით გაშვებაზე, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით უარი თქვა და სურს, სეზონის ბოლოს მისი 30 მილიონად გამოსასყიდი პუნქტი სავალდებულო იყოს.

წყაროს ინფორმაციით, კონსეისაუმ ლაიფციგი, ვულვზი და არაბული გუნდები უარით გაისტუმრა, რადგან კარიერის იუვენტუსში გაგრძელება უნდა.