ჰასამ შესაძლოა იუვენტუსი დატოვოს
იუვენტუსის NextGen-ის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ტალანტმა ლუის ჰასამ შესაძლოა ტურინული გრანდი დატოვოს.
ტურინულმა გრანდმა ჰასას კონტრაქტში არსებული პუნქტი გამოიყენა და მისი ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა, თუმცა მხარეებს შორის უფრო ხანგრძლივი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება ვერ ხერხდება, ამიტომ ტურინელები მის გაყიდვას განიხილავენ.
მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, ჰასას მიმართ ინტერესს ჯენოა, ვერონა და პალრემო იჩენენ. ტურინელებს მის სანაცვლოდ 4-5 მილიონი ევროს გამომუშავება სურთ.