TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კიელინი:“ ესპანეთი და ხორვატია ისეთ დონეზე აღარ არიან, როგორც აქამდე…“

იტალიის ნაკრებისა და იუვენტუსის ლეგენდამ ჯორჯო კიელინიმ ევროპის ჩემპიონატზე აძურის ჯგუფში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

„ალბანეთთან მატჩის დასრულების შემდეგ შვებით ამოვისუნთქე. გოლის გაშვების შემდეგ ძალიან ვინერვიულე, რადგან ალბანეთთან 3 ქულის მოპოვება უმნიშვნელოვანესი იყო.

„ესპანეთი და ხორვატია ? ძალიან კარგი გუნდები, მაგრამ ისინი ისეთივე სახიფათოები აღარ არიან, როგორც რამდენიმე წლის წინ. იტალიას წინ ორი რთული მატჩი ელოდება, მაგრამ შეუძლებელი არაფერია.“