TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ლუისი:“ უნდა დავამტკიცოთ, რომ იუვენტუსის მაისურის ტარების ღირსები ვართ“

იუვენტუსის ახალწვეულმა დუგლას ლუისმა გამოცემა DAZN-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„რატომ იუვე ? ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან მარტივი იყო. იუვენტუსი დიდებული გუნდია, რომელსაც შესანიშნავი ისტორია და ტრადიციები აქვს და ჩემთვის ამ მაისურის ტარება დიდი პასუხისმგებლობაა.

„მე აქ ყოფნის გამო ბედნიერი ვარ, ჩემი შესაძლებლობები კარგად ვიცი და მსურს, ამ გუნდისა და ქომაგებისთვის ბოლომდე ვიბრძოლო.

„მოტა ? ის ძალიან მომთხოვნი მწვრთნელია და დარწმუნებული ვარ, ეს გუნდზე პოზიტიურად აისახება. ტიაგო იმ მწვრთნელებისგან განსხვავდება, ვისთანაც მე აქამდე მიმუშავია. ის არის ძალიან ახალგაზრდა, შესანიშნავი საფეხბურთო ხედვითა და იდეებით.

„ჩვენი ამბიციები ? იუვენტუსს ძალიან ახალგაზრდული და ძლიერი გუნდი ჰყავს, ჩვენ ყოველდღიურად ბევრს ვმუშაობთ, ვსწავლობთ და განვითარებას ვაგრძელებთ, ჩვენ უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა გვსურს, ამისთვის კი თითოეული ჩვენგანი ბოლომდე უნდა დაიხარჯოს.

„შესაძლოა ყოველ მატჩში სასურველი შედეგი ვერ მივიღოთ, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და ვაჩვენოთ, რომ ამ მაისურის ტარებას ვიმსახურებთ.“