TuttoJuve

Juve per sempre sarà

არსენალი კივიორის იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის

იუვენტუსი მცველის ძიებას აგრძელებს და პიერ კალულუს ტრანსფერის თაობაზე შექმნილი სირთულეების ფონზე, არსენალის იაკუბ კივიორი ტურინული გრანდის სატრანსფერო სიაში დაბრუნდა.

SportItalia-ს ინფორმაციით, კივიორი მეთოფეების გეგმებში არ შედის, ამიტომ ინგლისელები მისი იჯარით გაშვების წინააღმდეგები არ არიან.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი პიერ კალულუს საბოლოო პასუხის მოლოდინშია და უარის შემთხვევაში კივიორი ჯუნტოლის პრიორიტეტი გახდება.