TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსი და ასტონ ვილა მაკკენის საბოლოო თანხმობის მოლოდინში არიან

ასტონ ვილას ნახევარმცველის დუგლას ლუისის იუვენტუსში ტრანსფერის დახურვას უესტონ მაკკენის საბოლოო თანხმობაღა აკლია.

ინგლისელები ბრაზილიელის სანაცვლოდ მაკკენის, სამუელ აილინ-ჯუნიორსა და 20 მილიონ ევროს მიიღებენ.

Tuttosport-ის ცნობით, ინგლისელმა ფეხბურთელმა ასტონ ვილაში ტრანსფერზე თანხმობა უკვე განაცხადა და მათთან პირადი კონტრაქტის დეტალებიც შეათანხმა, ახლა კი მხარეები უესტონ მაკკენის ხელშეკრულებაზე მუშაობენ, რის შემდეგაც ტრანსფერი ოფიციალურად დაიხურება.