TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტაკინარდი:“ იმედი მაქვს, იუვენტუსი კიეზას შეინარჩუნებს“

იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ ფედერიკო კიეზას გუნდიდან შესაძლო წასვლის თაობაზე კომენტარი გააკეთა.

„იმედი მაქვს, იუვენტუსი ფედერიკოს არ გაუშვებს, მას წარმოუდგენელი პოტენციალი აქვს, რომლის გაყიდვა არ შეიძლება.

„შესაძლოა ფედერიკო ყოველთვის სტაბილური არ არის, მაგრამ მის შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა შეუძლებელია. კიეზას ჯერჯერობით თავისი პოტენციალის სრულად გამოვლენის საშუალება არ მისცემია, მას მეტი თავისუფლება სჭირდება.“