TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მაკკენიმ გალათასარაის უარი უთხრა

იტალიური მედიის ცნობით, ბოლო საათებში გალათასარაი უესტონ მაკკენის ტრანსფერზე გააქტიურდა, თუმცა ამერიკელი ფეხბურთელისგან უარი მიიღო.

მაკკენი იუვენტუსის გეგმებში არ შედის და ტურინული გრანდი მის გაყიდვას აქტიურად ცდილობს, თუმცა ფეხბურთელი ამ მომენტისთვის ყველა მიღებულ წინადადებას უარით ისტუმრებს.

არ არის გამორიცხული, მაკკენი იუვენტუსში დარჩეს, სეზონის ბოლოს გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს და უფრო მეტი ხელფასი მოითხოვოს.