TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კიეზას გუნდთან ერთად ვარჯიშის საშუალება აღარ ეძლევა

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ფედერიკო კიეზა გუნდთან ერთად აღარ ვარჯიშობს და თუ ის მომდევნო დღეებში იუვენტუსის დატოვებაზე უარს იტყვის, მას ერთი სეზონის გატარება მოედანს მიღმა მოუწევს.

წყაროს ცნობით, ტიაგო მოტამ გუნდშ მისვლის პირველივე დღეს დაუდასტურა, რომ იტალიელი ფეხბურთელი ბიანკონერის გეგმებში აღარ შედის, თუმცა ამის მიუხედავად ფედერიკომ არაერთი წინადადება უარით გაისტუმრა და ჯერჯერობით იუვენტუსის დატოვებას არ ჩქარობს.

იუვენტუსი დარწმუნებულია, რომ სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს რომელიმე დაინტერესებული გუნდი გააქტიურდება და კიეზა ტურინს დატოვებს.