TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსი გალენოს ტრანსფერის დახურვას ცდილობს

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი პორტუდან გალენოს ტრანსფერის დახურვაზე მუშაობს.

წყაროს ცნობით, კრისტიანო ჯუნტოლი პორტუგალიელებს ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროსა და ბონუსებს სთავაზობს.

თავად 26 წლის ფეხბურთელთან იუვენტუსმა 4-წლიანი კონტრაქტი უკვე შეათანხმა, რომლის მიხედვითაც მისი გასამრჯელო სეზონში 3 მილიონი ევრო იქნება.