TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსსა და ფიორენტინას შორის შეხვედრა გონსალესის თაობაზე დღეს გაიმართება

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსი ფიორენტინას წარმომადგენლებს დღეს შეხვდება და მხარეები ნიკო გონსალესის ტრანსფერზე იმსჯელებენ.

წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი ფლორენციელებს არგენტინელი გარემარბის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროსა და გარკვეულ ბონუსებს შესთავაზებს, ფიორენტინა კი თავის მხრივ 30 მილიონს და ბონუსებს ითხოვს.

მხარეები ისაუბრებენ უესტონ მაკკენის სიტუაციაზეც, ფიორენტინა ამერიკელის მიმართ ინტერესს არ კარგავენ და მის გაფორმებაზე მუშაობას აგრძელებენ, თუმცა მთავარ პრობლემად კვლავ ფეხბურთელის მიერ მოთხოვნილი მაღალი ხელფასი რჩება.