TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსმა ახალ მთავარ სპონსორთან კონტრაქტი გააფორმა

Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსმა მაისურის ახალ მთავარ სპონსორთან კონტრაქტი გააფორმა.

წყაროს ცნობით, სპონსორის ვინაობა ჯერჯერობით კონფედენციალურია და მისი პრეზენტაცია უშუალოდ კომოსთან მატჩში იგეგმება.

გამოცემის ინფორმაციით, მხარეებმა 2-წლიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი და იუვენტუსი ამ პერიოდში დაახლოებით 45 მილიონ ევროს მიიღებს.