დორტმუნდი ადეიემის გაყიდვას არ აპირებს
გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, იუვენტუსის ინტერესის მიუხედავად, დორტმუნდი კარიმ ადეიემის გაყიდვას არ აპირებს.
წყაროს ცნობით, სიტუაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიცვლება, თუ იუვენტუსი გერმანელებს 50 მილიონ ევროს შესთავაზებს, რაც კრისტიანო ჯუნტოლის გეგმებში არ შედის.
იუვენტუსს ალტერნატიული ვარიანტები უკვე შერჩეული ჰყავს, მათ შორის პორტუს გალენო და ფიორენტინას გონსალესი.