TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბრიტანული მედია: ლივერპული იუვეს ბრემერის სანაცვლოდ მსუყე წინადადებას უმზადებს

ინგლისური გამოცემა TEAMtalk-ის ინფორმაციით, ლივერპული იუვენტუსის მცველის გლეისონ ბრემერის მიმართ ინტერესს არ კარგავს.

წყაროს ცნობით, სქაუზერები ტურინულ გრანდს ბრემერის სანაცვლოდ 70-75 მილიონ ევროს შესთავაზებენ, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, ეს თანხა ბიანკონერის დასარწმუნებლად საკმარისი იყოს.

ბრემერი ტიაგო მოტას გუნდის უმნიშვნელოვანეს ფიგურად მოიაზრება და იუვენტუსი მის გაყიდვას 90 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს.