ილდისს შესაძლოა მუხლზე ოპერაცია დასჭირდეს…
Tuttosport-ის ინფორმაციით, კენან ილდისს მუხლის პრობლემა კვლავ აწუხებს და არ არის გამორიცხული, თურქ ფეხბურთელს ოპერაციის გაკეთება მოუწიოს.
ილდისს მუხლზე დისკომფორტი გასული სეზონის მიწურულს დაეწყო, რის გამოც მან მუნდიალზე თავი საუკეთესოდ ვერ წარმოაჩინა და Tuttosport-ის ინფორმაციით, თუ მომდევნო დღეებში სიტუაცია არ გაუმჯობესდა, მხარეები ოპერაციის ვარიანტსაც განიხილავენ.
წყაროს ცნობით, ილდისი ტურინში შვებულებიდან 2 კვირაში დაბრუნდება და ამის შემდეგ გადაწყდება, როგორ იმკურნალებს თურქი ფეხბურთელი.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
