იუვე ვლაჰოვიჩს უახლოეს დღეებში შეხვდება
La Stampa-ს ინფორმაციით, რიკი მასარა და ჯოვანი კარნევალი დუშან ვლაჰოვიჩსა და სერბი ფორვარდის მამას მილოშს უახლოეს დღეებში შეხვდებიან.
იუვენტუსი ვლაჰოვიჩთან მოლაპარაკებების განახლებისა და მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ტურინული გრანდი ამას მხოლოდ გუნდისთვის ხელსაყრელი ფინანსური პირობებით გააკეთებს.
თუ დუშანი იუვენტუსის წინადადებაზე უარს იტყვის, კარნევალი სერბს საბოლოოდ დაემშვიდობება და მასთან მოლაპარაკებების გაგრძელებაზე უარს იტყვის.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
