TuttoJuve

Juve per sempre sarà

ტურამს გუნდის დატოვება არ სურს და მან კონტინასაზე ვარჯიში განაახლა

გასულ კვირებში ხეფრენ ტურამის იუვენტუსიდან შესაძლო წასვლის თაობაზე არსებული ცნობების მიუხედავად, ფრანგ ფეხბურთელს სხვა გეგმები აქვს.

ტურამი შვებულებიდან ნაადრევად დაბრუნდა, ის უკვე კონტინასას ბაზაზეა და სეზონისთვის მზადებას აქტიურად შეუდგა.

ფეხბურთელები, რომლებმაც ნაკრებებში არ ითამაშეს იუვენტუსის ბაზაზე 13 ივლისს გამოცხადდებიან, გეგმიურ სამედიცინო შემოწმებას გაივლიან და სეზონისთვის მზადებას შეუდგებიან.

ტურინულ გრანდს პირველი ამხანაგური მატჩი ბაზელთან ელოდება, შეხვედრა შვეიცარიაში თბილისის დროით 18 ივლისს, 17:30 საათზე გაიმართება.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).

0 0 votes
Article Rating
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Oldest
Newest Most Voted
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x