კარნევალი:“ ვლაჰოვიჩი ? ჩვენი კარი ღიაა, მარტინესი ?…“
ჯოვანი კარნევალიმ SportMediaset-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„სატრანსფერო ფანჯრა ? ჩვენ უნდა ავაშენოთ გუნდი, რომელიც მნიშვნელოვან მიზნებს მიაღწევს. ვიცით, რომ გარკვეული სირთულეები გველოდება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, საიდან მოვდივართ და რა მიმართულებით უნდა ვიაროთ, რომ უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა შეგვეძლოს.
„ჩვენ რამდენიმე ტრანსფერზე ვმუშაობთ, დრო საკმარისზე მეტად გვაქვს, ნაჩქარებ და უგუნურ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ, ჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ და სასურველი მიზნებისკენ წინ მივიწევთ.
„მარტინესი ? დიბუ მუნდიალზე თამაშობს, ამიტომ ამ ფრონზეც მოცდა მოგვიწევს. იუვენტუსის დონის გუნდი მხოლოდ ერთი კანდიდატურით ვერ შემოიფარგლება, ჩვენ სატრანსფერო ფანჯარაზე წარმოქმნილ შესაძლებლობებს ვსწავლობთ.
„ვლაჰოვიჩი ? როგორც უკვე ვთქვი, ჩვენი კარი ღაა, მაგრამ ეს კონკრეტულს არაფერს ნიშნავს. თუ გარკვეული შესაძლებლობები გაჩნდება, ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრებთ.
„კესი, ტეო და დიასი ? ეს მხოლოდ ჭორებია და ამ მომენტისთვის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული. ჩვენ ძალიან მაღალი ხარისხის ფეხბურთელებზე ვსაუბრობთ, მაგრამ თუ მათი გაფორმებისთვის საჭირო ფინანსურ მოთხოვნებს დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ იუვენტუსს ახლა ეს არ შეუძლია.
„ბერარდი ? ბერარდი სასუოლოს სიმბოლოა და მის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სწორედ გუნდი მიიღებს, მე კი იუვენტუსზე უნდა ვიფიქრო და ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივია.“
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
