ვლაჰოვიჩი იუვენტუსის წინადადების მიღებას დათანხმდა
დუშან ვლაჰოვიჩის იუვენტუსში დარჩენის შანსი იზრდება.
იტალიელი ჟურნალისტის დარიო პელეგრინის ინფორმაციით, სერბი ფეხბურთელი მზად არის, იუვენტუსის წინადადება მიიღოს და ხელფასის 6 მილიონ ევრომდე შემცირებას დათანხმდეს.
წყაროს ცნობით, აგენტის საკომისიო და ერთჯერადი ბონუსი ჯერ კიდევ პრობლემაა, მაგრამ ვლაჰოვიჩის იუვენტუსში დარჩენა კონკრეტული შესაძლებლობა გახლავთ.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
