ჯენოა რუგანის ტრანსფერით ინტერესდება
ჯენოა იუვენტუსის მცველის დანიელე რუგანის ტრანსფერით ინტერესდება.
ფიორენტინადან დაბრუნებული იტალიელი მცველი ლუჩიანო სპალეტის გეგმებში არ შედის და ჯოვანი კარნევალი მის გაყიდვას ცდილობს.
La Stampa-ს ცნობით, რუგანის ერთ-ერთი მსურველი ჯენოაა და გუნდებს შორის შეხვედრა უახლოეს პერიოდში გაიმართება.
არ არის გამორიცხული, იუვენტუსმა რუგანი ბრუკ ნორტონ-კაფის გასაფორემბლად გამოიყენოს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
