იუვენტუსსა და ნაპოლის შორის გატის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო
ნაპოლი ფედერიკო გატის ტრანსფერზე მუშაობას შეუდგა და უახლოეს პერიოდში ტურინულ გრანდს პირველი წინადადებით მიმართავს.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი გატის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის და იტალიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვს.
არ არის გამორიცხული, ნაპოლიმ ტრანსფერში ვეტერანი მცველის ამირ რაჰმანის ჩართვა სცადოს, რომლის იუვენტუსში ხილვის წინააღმდეგი სპალეტი არ იქნება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
