კესი წლიურად 10 მილიონს ითხოვს
ფრანკ კესის იტალიაში დაბრუნება სურს, თუმცა მის მიერ მოთხოვნილი მაღალი ხელფასი კოტ-დიუვარელის იუვენტუსში ხილვას ართულებს.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი კესის უფასოდ გაფორმების წინააღმდეგი არ არის, თუ ის წლიური გასამრჯელოს 5 მილიონ ევრომდე შემცირებას დათანხმდება.
კესი თავის მხრივ 10 მილიონ ევროს ითხოვს, მაგრამ რიკი მასარამ, რომელიც კესის მილანში მუშაობის დროიდან კარგად იცნობს, შესაძლოა ფეხბურთელის დარწმუნბა შეძლოს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
