კოლოს ინგლისში 3 მსურველი ჰყავს
რანდალ კოლო მუანის იუვენტუსში დაბრუნების შანსი სულ უფრო მცირდება.
ფრანგული L’Equipe-ს ინფორმაციით, იუვენტუსს კოლოს ტრანსფერში კონკურენციას კრისტალ პალასი, ასტონ ვილა და ტოტენჰემი გაუწევენ.
კოლოს იუვენტუსში დაბრუნება სურს, მაგრამ ტურინული გრანდი მის სანაცვლოდ მოთხოვნილი 50 მილიონი ევროს გადახდას არც კი განიხილავს, რაც მოლაპარაკებების პოზიტიურად დასრულების შანსს საგრძნობლად ამცირებს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
