გადამწყვეტი კვირა კოლო მუანის თაობაზე…
რომეო აგრესტის ინფორმაციით, რანდალ კოლო მუანის სიტუაცია უახლოეს დღეებში გადაწყდება.
პსჟ ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვს, რის გადახდასაც ტურინული გრანდი კატეგორიულად გამორიცხავს და ახლა გუნდს არჩევანის გაკეთება მოუწევს, გააგრძელოს პსჟ-სთან მოლაპარაკებები, თუ გადაერთოს ალტერნატიულ ვარიანტებზე.
იუვენტუსი მიიჩნევს, რომ ფეხბურთელში, რომელმაც გასული სეზონი პრემიერ ლიგაში გატანილი 1 გოლით დაასრულა, 35 მილიონ ევროზე მეტის გადახდა ალოგიკურია და პარიზელთა მოთხოვნას არც კი განიხილავს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
