დიბუ მარტინესი ამ მომენტისთვის იუვენტუსის ერთადერთი სამიზნეა
მიკელე დე ბლაზისის ინფორმაციით, დიბუ მარტინესი იუვენტუსის პრიორიტეტულ სამიზნედ რჩება და ტურინული გრანდი ამ მომენტისთვის სხვა მეკარის ტრანსფერზე არ მუშაობს.
წყაროს ცნობით, არგენტინელი ლუჩიანო სპალეტის მოთხოვნაა და ჯოვანი კარნევალი მის გაფორმებას ნებისმიერ ფასად გეგმავს.
დე ბლაზისის ცნობით, მოლაპარაკებებს მუნდიალი აფერხებს და სავარაუდოდ სიტუაცია მას შემდეგ გაირკვევა, რაც მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდება და არგენტინელი ევროპაში დაბრუნდება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
