იუვენტუსსა და ატლეტიკოს შეთანხმებამდე 2 მილიონი აშორებთ
იუვენტუსი და ატლეტიკო ნიკო გონსალესის ტრანსფერის დახურვასთან ახლოს არიან.
Tuttosport-ის ინფორმაციით, მხარეებს შეთანხმებამდე სულ 2 მილიონი ევრო აშორებთ.
ესპანელებს არგენტინელი გარემარბის გაფორმება 25 მილიონ ევროდ სურთ, იუვენტუსი კი თავის მხრივ ბონუსების ჩათვლით 27 მილიონს ითხოვს.
მოსალოდნელია, რომ ტრანსფერი უახლოეს დღეებში ოფიციალურად დაიხურება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
