იუვე დევიდის გაყიდვას სატრანსფერო ფანჯრის ბოლო წამამდე ეცდება
ჯონათან დევიდი იუვენტუსის გეგმებში არ შედის და ტურინული გრანდი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მის გაყიდვას გეგმავს.
ჯოვანი ალბანეზეს ცნობით, რანდალ კოლო მუანის გაფორმების შემდეგ, ლუჩიანო სპალეტის გუნდში უფრო ფიზიკური, ტრადიციული ცხრიანის ხილვა სურს, ჯონათან დევიდი კი იტალიელი სპეციალისტის გეგმებში არ შედის.
იუვენტუსი იმედოვნებს, რომ კანადელს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში 30-35 მილიონად გაყიდის.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
