ეკატორის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სპალეტი მიიღებს
იუვენტუსის ახალწვეულის ჯეფ ეკატორის თაობაზე გადაწყვეტილებას ლუჩიანო სპალეტი მიიღებს.
Tuttosport-ის ინფორმაციით, სპალეტი ახალგაზრდა იტალიელ ფორვარდს პრე-სეზონისა და საზაფხულო ტურნეს დროს დააკვირდება და ამის შემდეგ გადაწყდება, დარჩება ეკატორი იუვენტუსში, თუ ის 1 წლით სერია ა-ს რომელიმე გუნდს შეუერთდება.
სპალეტი დარწმუნებული არ არის, რომ 19 წლის ფეხბურთელი იმ წნეხს გაუმკლავდება, რომელიც იუვენტუის მაისურს თან ახლავს…
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
