იუვენტუსი გონსალესის თაობაზე დათმობაზე წასვლას არ აპირებს
ატლეტიკო ნიკო გონსალესის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს, თუმცა ჯერჯერობით გუნდებს შორის შეთანხმება ჯერ კიდევ არ არსებობს.
Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ნიკოს სანაცვლოდ 28 მილიონ ევროს ითხოვს და ატლეტიკოს მცდელობების მიუხედავად, ამ თანხის შემცირებას არ აპირებს.
ლუჩიანო სპალეტი არგენტინელის მახასიათებლებს ძვირად აფასებს და მისი გუნდში დაბრუნების წინააღმდეგი არ იქნება, ამიტომ ტურინულ გრანდს გონსალესის ფასის შემცირების არანაირი საჭიროება არ აქვს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
