იუვენტუსს და ასტონ ვილას შეთანხმებამდე დაახლოებით 2 მილიონი აშორებთ
იუვენტუსსა და ასტონ ვილას შორის დიბუ მარტინესის თაობაზე მოლაპარაკებები აქტიურად გრძელდება.
ტურინულ გრანდს არგენტინელი ფეხბურთელის ტრანსფერის დახურვა 7-8 მილიონი ევროს ფარგლებში სურს, რასაც გარკვეული ბონუსები დაემატება, ინგლისელები კი გარანტირებულად 10 მილიონს ითხოვენ.
SportMediaset-ის ცნობით, გუნდებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება და არ არის გამორიცხული, ტრანსფერი მომდევნო კვირის ბოლომდე დაიხუროს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
