იუვე მუჰარემოვიჩის აგენტს მომდევნო კვირაში შეხვდება
რომეო აგრესტის ინფორმაციით, იუვენტუსსა და ტარიკ მუჰარემოვიჩის აგენტს შორის შეხვედრა მომდევნო კვირის დასაწყისშია დაგეგმილი.
ტურინული გრანდი ბოსნიელი ფეხბურთელის დაბრუნებას გეგმავს და მომდევნო შეხვედრაზე საბოლოოდ გადაწყდება, დაიწყებს თუ არა იუვე სასუოლოსთან მოლაპარაკებებს.
ტურინულ გრანდს ბოსნიელი მცველის გაფორმება განახევრებულ ფასად, დაახლოებით 14 მილიონ ევროდ შეეძლება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
