იუვენტუსს ლუკუმის ტრანსფერის დახურვა ივლისის პირველ ნახევარში სურს
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ჯონ ლუკუმის ტრანსფერზე მუშაობა აგრძელებს.
წყაროს ცნობით, ტურინულ გრანდს პირველ რიგში თვის ბოლომდე ფაბიო მირეტის გაყიდვა და საჭირო 13 მილიონი ევროს გამომუშავება უნდა, რის შემდეგაც გუნდი ტრანსფერებზე მუშაობას მშვიდად გააგრძელებს.
გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსი იმედოვნებს, რომ ბოლონია ლუკუმის 22-23 მილიონი ევრევროს ფარგლებში გაშვებას დათანხმდება. ტურინულ გრანდს ლუკუმის ტრანსფერის დახურვა საზაფხულო ტურნეს დაწყებამდე სურს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
